ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, დისტანციური სამუშაო გარემო დღითიდღე უფრო ტრენდული და მიმზიდველი ხდება სხვადასხვა ბიზნეს სექტორში მოღვაწე კომპანიებისთვის და მათ მიერ დასაქმებული პერსონალისთვის. სტარტაპებისთვის და იმ კომპანიებისთვის, რომლებიც მართვის თანამედროვე მიდგომებს იყენებენ, დისტანციური მუშაობა სიახლეს აღარ წარმოადგენს. თუმცა, შედარებით სკეპტიკურია ამ საკითხზე ტრადიციული ორგანიზაციების დამოკიდებულება. მიუხედავად ყველაფრისა, საგულისხმოა, რომ დისტანციური მუშაობის პირობებში, პროცესების წარმატებით წარმართვა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული კომუნიკაციის მაღალ ხარისხზე და იმ სისტემების გამართულობაზე, რომელსაც ორგანიზაცია შიდა თუ გარე კომუნიკაციისთვის იყენებს.
ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელებით შექმნილი ვითარებიდან და მსოფლიო ტენდენციებიდან გამომდინარე, ბიზნესის დისტანციური მართვა და მაიკროსოფტ თიმსი, როგორც დამხმარე პლატფორმა, კიდევ უფრო აქტუალური და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანიც კი გახდა.
რას გთავაზობთ
საკომუნიკაციო სისტემის გამართვაში, Microsoft Teams-ის დანერგვასა და ამ პროცესში თქვენი ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებაში, MaxNetwork-ს სერტიფიცირებული სპეციალისტები დაგეხმარებიან. თიმსი შესაძლებელს ხდის სამუშაო პროცესი სრულად, ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე, დისტანციურად იმართოს.
Microsoft Teams-ის საშუალებით თქვენი კომპანია შეძლებს:
- ჩატის და კოლაბორაციის პლატფორმის გამოყენებას სწრაფი კომუნიკაციისთვის
- აუდიო / ვიდეო ზარების განხორციელებას
- კონფერენციების გამართვას, სადაც შესაძლებელია მონაწილეობდეს 250-მდე პირი
- Online შეხვედრების დაგეგმვას
- ზარებისა და Online შეხვედრების ჩანაწერების გაკეთებას
- დოკუმენტების გაზიარებას და მათზე პარალელურ რეჟიმში მუშაობას
- გქონდეთ წვდომა, როგორც კომპიუტერით ასევე, სხვა მობილური მოწყობილობებით
არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, Microsoft-მა გადაწყვიტა კომუნიკაციის სისტემა თიმსი მომავალი 6 თვით სრულიად უფასოდ შესთავაზოს როგორც კერძო, ისე საჯარო ორგანიზაციებს. თქვენს სამუშაო პროცესზე და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მაქსიმალურად მორგებული სისტემის დანერგვაში, კი MaxNetwork-ს სერტიფიცირებული სპეციალისტები დაგეხმარებიან.