ციფრული ტრანსფორმაციის ერაში მნიშნელოვნად გაიზარდა დამოკიდებულება ინფორმაციული ტექნოლოგიების სერვისებზე და პროდუქტებზე, შესაბამისად გაიზარდა გამოწვევები ინფორმაციულ უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით.
სოციალური დისტანცია, მიუხედავად იმისა, რომ უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს COVID-19-ის გავრცელების შეკავების პროცესში, ზრდის სამუშო სადგურების დაინფიცირების, არასანქცირებული წვდომების, მონაცემთა გაჟონვის, მავნე კოდის გაშვებისა და ყველა იმ ტიპის რისკს, რომელიც თან ახლავს დაუცველ გარემოში მუშაობას. დღეს კიბერუსაფრთხოება რისკის ქვეშ დგას ისე, როგორც არასდროს.
2019 წლის 1 აპრილიდან ძალაში შევიდა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება, კომერციული ბანკების კიბერ უსაფრთხოების მენეჯმენტის ჩარჩოების დამტკიცების შესახებ.ახალი რეგულაციები ავალდებულებს საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს, როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ კომერციულ ბანკთა ფილიალებს, ჰქონდეთ კიბერუსაფრთხოების მართვის ჩარჩოები, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს კომერციული ბანკების ზომასა და სირთულეს და შეესაბამებოდეს კომერციული ბანკის მომსახურებას.კიბერ უსაფრთხოების მენეჯმენტის ჩარჩოები სრულად უნდა იყოს ინტეგრირებული კომერციული ბანკის რისკების მართვის მთლიან პროცესში. დღეის მდგომარეობით, საქართველოში ბანკები ეფექტურად უმკლავდებიან კიბერ უსაფრთხოების გამოწვევებს, მაგრამ ყოველი ახალი რეგულაცია ქმნის ახალ სივრცეებს, რაც მოითხოვს სრულ განაკვეთს, ადამიანურ და მატერიალურ რესურსებს. იუჯითის დახმარებით, კომერციულ ბანკებს საშუალება ექნებათ მოკლე დროში მიაღწიონ სრულ შესაბამისობას ინფორმაციის უსაფრთხოების, დოკუმენტაციის დამუშავების, კონტროლის ზოგიერთი მექანიზმის დანერგვის თვალსაზრისით და უზრუნველყონ ორგანიზაციის მომსახურების კიდევ უფრო მაღალი ხელმისაწვდომობა, უწყვეტობა და უსაფრთხოება.
ინფორმაციული უსაფრთხოება და კიბერუსაფრთხოება ის მიმართულებებია, რომლებშიც იუჯითი თქვენი სანდო და გამოცდილი პარტნიორია. ჩვენთან ერთად შეძლებთ მინიმუმამდე დაიყვანოთ უსაფრთხოების რისკები და შეინარჩუნოთ დაცული და საიმედო ტექნოლოგიური გარემო.