ციფრული ტრანსფორმაციის ერაში ინფორმაციამ და ტექნოლოგიებმა გადამწყვეტი მნიშვნელობა შეიძინა ორგანიზაციის მხარდაჭერის, მდგრადობის და ზრდის პროცესში. უახლოეს წარსულში ორგანიზაციების მმართველობითი ორგანოები თავს არიდებდნენ ინფორმაციისა და ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს და ძირითად შემთვევაში იყენებდნენ დელეგირების ინსტრუმენტს, რაც დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით არ არის რეკომენდირებული. ორგანიზაციის საქმიანობა და ბიზნეს პროცესები უფრო და უფრო დამოკიდებული ხდება ინფორმაციაზე და ტექნოლოგიებზე, შესაბამისად დაინტერესებული მხარეებისთვის ფასეულობის შექმნა ხშირ შემთვევაში ბიზნეს მოდელებში, პროცესებსა და ინოვაციებში ციფრული გადაწყვეტილებების მაღალ ხარისხზეა დამოკიდებული.
ინფორმაციისა და ტექნოლოგიების მმართველობა კორპორაციული მმართველობის ნაწილია, გააჩნია საზედამხედველო ფუნქცია, რომ უზრუნველყოფილი იყოს ბიზნესის და IT მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, ასევე ინფორმაციისა და ტექნოლოგიების მიმართულებით განხორციელებულმა ინვესტიციებმა შექმნან მეტი ფასეულობა ბიზნესისთვის.
რას გთავაზობთ
MaxNetwork-ს მიდგომა და კონკრეტული პროექტები ეყრდნობა საერთაშორისო სტანდარტებს, პრაქტიკებსა და მეთოდოლიგიებს, როგორიცაა: ITIL, COBIT, ISO, CMMI.
ინფორმაციისა და ტექნოლოგიების მმართველობის სისტემის შემუშავების ფარგლებში შეფასდება ორგანიზაციაში არსებული მდგომარეობა, შემუშავდება სამოქმედო გეგმა და დაინერგება ინფორმაციისა და ტექნოლოგიების მმართველობის სისტემა საერთაშორისო სტანდარტებისა და მეთოდოლოგიების შესაბამისად.