დღეისათვის, თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების დონე საკმაოდ მაღალია, მათ შორის პროგრამული გადაწყვეტილებების კუთხითაც, რაც მსოფლიო ბაზარზე წარმოდგენილი სანდო და მზა პროდუქტების დიდი არჩევანით გამოიხატება. მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციას შეუძლია შეისყიდოს და დანერგოს მზა პროდუქცია, ხშირად ჩნდება დამატებითი პროგრამული სისტემების შექმნის საჭიროებაც. ასეთი ტიპის სისტემებს განეკუთვნებიან როგორც საინტეგრაციო პლატფორმები, ისე საბოლოო მომხმარებლისთვის მიწოდებული One Stop Shop-ის შესაძლებლობების მქონე პროდუქტები, ან შიდა საოპერაციო ქვე-სისტემები. პროგრამირების ენებისა და ბიბლიოთეკების მაღალი სანდოობა, Open Source პროდუქტების გამოყენება და ჩვენი პროფესიული სერვისები შესაძლებელს ხდის შემოგთავაზოთ დამატებითი სისტემები არსებული პროდუქტების გაფართოებისთვის, ისევე როგორც თქვენი სპეციფიური ბიზნეს პროცესების ავტომატიზაცია და სპეციფიური პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება ნულიდან. ეს უკანასკნელი განკუთვნილია იმ შემთხვევისთვის, როცა მზა პროდუქტი არ არსებობს, ან მისი განვითარება ძალიან ძვირი ჯდება. ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერი ბიზნეს მომსახურებების, ან საქონლის მიწოდებით დაკავებული კომპანიებისთვის შევქმნათ და მათ არსებულ სისტემებთან დავაინტეგრიროთ ისეთი დამატებითი პროგრამული მოდულები, როგორიც არის:
- თანამშრომლების თვითმომსახურების პორტალი;
- ონლაინ შეკვეთების და/ან გაყიდვების პორტალი;
- საწყობის პროცესების ავტომატიზაციის მოდულები;
- საცალო გაყიდვების დამატებითი მობილური და სტაციონალური მოდულები;
- ბილინგის, ინვოისირებისა და გადახდების სისტემა;
- სხვადასხვა სისტემებს შორის ინფორმაციის მიმოცვლის მოდულები;