logo
f25279152

აუთსორსინგული მომსახურება

აუთსორსინგული მომსახურება

თანამედროვე მსოფლიოში შეუძლებელია მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) გარეშე. ბიზნეს პროცესების ავტომატიზაცია და ელექტრონიზაცია დღეს არის ერთ ერთი მთავარი კონკურენტული უპირატესობა წარმატების მიღწევის პროცესში.

ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებასთან ერთად, მენეჯმენტის მთავარი ამოცანა ხდება მათი შეუფერხებელი ფუნქციონირება, რაციონალური დანახარჯებით მართვა და უსაფრთხოება. ხშირად კომპანიები ცდილობენ შექმნან საკუთარი ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის ჯგუფები, რაც საქართველოში იშვიათი პროფესიების მქონე ადამიანების მობილიზებას, მათ რეგულარულ განვითარებასა და მოტივაციის მექანიზმების შექმნას საჭიროებს.

ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებასთან დაკავშირებული რისკები უფრო დინამიური და ცვალებადი ხდება, ამიტომ მუდმივი ძიება და სათანადო კვლევა უაღრესად მნიშვნელოვანია.

მსოფლიოში აუთსორსინგული მომსახურეობებიდან, ინფორმაციული ტექნოლოგიების მართვის აუთსორსინგი წლების განმავლობაში ლიდერ პოზიციებს იკავებდა, დღეს ეს ტენდენცია კიდევ უფრო გაიზარდა, რადგან:

  1. ბიზნეს კომპანიების დიდი ნაწილი ვეღარ უმკლავდება მსოფლიოში არსებულ გამოწვევებს კიბერ საფრთხეების მიმართულებით
  2. ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯმენტი სულ უფრო ძვირი და რთული ხდება
  3. კომპანიების ძირითადი დროის რესურსები, რომელიც ბიზნეს პროცესების მართვისათვისაა საჭირო, ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯმენტში სულ უფრო ინტენსიურად იხარჯება

ამ გადასახედიდან აუთსორსინგული სერვისები გაცილებით ბენეფიტური და მისაღებია ბევრი კომპანიისთვის.

რას გთავაზობთ

ჩვენი აუთსორსინგული სერვისებით სარგებლობისას თქვენ მიიღებთ:

  1. ხარჯეფექტურ გადაწყვეტილებებს 
  2. პროცესების მარტივად მართვის შესაძლებლობას 
  3. საიმედოობასა და დაცულობას 
  4. ხარისხიან და კვალიფიციურ მომსახურებას 
  5. 24 საათიანი მხარდაჭერას

ზარის მოთხოვნა