logo
მონაცემთა დამუშავების ცენტრის დამხმარე-01

მონაცემთა დამუშავების ცენტრის დამხარე ინფრასტრუქტურის მხარდაჭერა

მონაცემთა დამუშავების ცენტრის დამხარე ინფრასტრუქტურის მხარდაჭერა

კომპანიების ზრდასა და განვითარებასთან ერთად, დგება ისეთი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების დანერგვის საჭიროება, რომლებიც მნიშვნელოვანი პროცესების ავტომატიზაციას უზრუნველყოფენ. ამასთან, არსებობს ელექტრონულ ფორმატში მონაცემთა შეგროვებისა და აკუმულირების აუცილებლობა. ხშირად, ის ტექნიკური თუ პროგრამული საშუალებები, რომლებიც კომპანიების ბიზნეს პროცესების მართვაში გამოიყენება, უალტერნატივო პროდუქტებია და მათი კრიტიკულობის დონე ძალიან მაღალია.

ამ ფაქტორების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანი როლი ეკისრება მონაცემთა დამუშავების ცენტრებს, სადაც  ზემოაღნიშნული ტექნიკური გადაწყვეტილებები და მონაცემთა ბაზებია განთავსებული. როგორც წესი, მონაცემთა დამუშავების ინფრასტრუქტურა წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულ ინფრასტრუქტურას კომპანიებში. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია გათვალისწინებული იქნას როგორც ფიზიკური უსაფრთხეობის კომპონენტები, ასევე არსებულ ინფრასტრუქტურაში განთავსებული რესურსების ლოგიკური უსაფრთხოება და ხელმისაწვდომობის მაჩვენებლები.

რას გთავაზობთ

ქვეყანაში არსებული ყველაზე კრიტიკული მონაცემთა დამუშავების ცენტრები, ჩვენი ორგანიზაციის პასუხისმგებლობის ქვეშ არის აგებული. ჩვენი კვალიფიციური გუნდი მუდმივად მუშაობს ახალი მიდგომებისა და გადაწყვეტილებების შესწავლასა და დანერგვაზე. მუდმივად ვეცნობით მსოფლიოში არსებულ საფრთხეებს, გამოწვევებს და რეგულარულად ვთავაზობთ კლიენტებს პრევენციის ადეკვატურ ღონისძიებებს.

ჩვენი პროდუქტებია:

  1. დაშვების სისტემის ადმინისტრირება და მხარდაჭერა
  2. ხანძარქრობის და ხანძარაღმოჩენის სისტემის ადმინისტრირება და მხარდაჭერა
  3. გაგრილების სისტემების ადმინისტრირება და მხარდაჭერა
  4. ვიდეო სათვალთვალო სისტემების ადმინისტრირება და მხარდაჭერა
  5. უწყვეტი კვების წყაროს (UPS) ადმინისტრირება და მხარდაჭერა
  6. სასერვერო კარადის სტანდართებთან თავსებადობაში მოყვანა

მომსახურების პროცესის დაწყებამდე ჩვენ ვსწავლობთ თქვენს ინფრასტრუქტურას, ვაფასებთ კრიტიკულ წერტილებს და წარმოგიდგენთ მათი გადაჭრის რაციონალურ გადაწყვეტილებებს. შემდგომ, კი მონაცემთა დამუშავების ინფრასტრუქტურის ფუნქციონირება გრძელდება ჩვენი კვალიფიციური გუნდის მუდმივი მონიტორინგის და ზედამხედველობის ქვეშ.

ზარის მოთხოვნა