logo
1-02_2

IT მომსახურება და კომპიუტერული სერვისები

IT მომსახურება და კომპიუტერული სერვისები

დღეს ინფორმაციული ტექნოლოგიების გარეშე ბიზნესის განვითარება თითქმის წარმოუდგენელია. მათი გამოყენება კონკურენტულ გარემოში ადგილის დამკვიდრებისათვის აუცილებელიც კი ხდება.

პროცესების ავტომატიზაცია და ელექტრონიზაცია წარმოადგენს რესურსების ოპტიმიზაციისა და ოპერატიულობის მთავარ წინაპირობას. რესურსების ოპტიმიზაცია და ოპერატიულობა კი, თავის მხრივ, განაპირობებს ინფორმაციული ტექნოლოგიების კომპონენტების გამოყენებას, მხარდაჭერას, განვითარებასა და უსაფრთხოების მაღალი ხარისხის შენარჩუნებას. ინფორმაციულ ტექნოლოგიებთან მიმართებაში, ორგანიზაციის მიზნებისა და ამოცანების შესაბამისი გადაწყვეტილებების შერჩევასა და დანერგვასთან ერთად, მნიშვნელოვანია არსებული რისკების შესაბამისი ფინანსური და ადამიანური რესურსების გამოყოფა.

საქართველოში ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯმენტის მართვის სპეციალისტები იშვიათი პროფესიების რიგს განეკუთვნება. შესაბამისად, რთულია ერთი მხრივ, გამოცდილი და მაღალი კვალიფიკაციის მქონე კადრების მოძიება, ხოლო მეორე მხრივ, მათი მუდმივი მოტივირება. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, არსებობს როგორც არარაციონალური ფინანსური დანახარჯების რეალური საფრთხე, ასევე, არასათანადო მხარდაჭერისა თუ უსაფრთხოების შედეგად მიღებებული ზარალის დადგომის დიდი ალბათობაც.

რას გთავაზობთ

ჩვენი კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილება და კვალიფიციური გუნდი გვაძლევს შესაძლებლობას, დავნერგოთ არა მხოლოდ ძვირადღირებული ტექნიკური გადაწყვეტილებები, არამედ ვმართოთ თქვენი ინფორმაციული ტექნოლოგიების პროცესები მაღალ დონეზე.

ჩვენი სერვისით შესაძლებელია ისარგებლოთ შემდეგი კვალიფიკაციისა და უფლებამოვალეობების მქონე კომპეტენციებით:

  1. CIO (Chief information officer) – პასუხისმგებელი კომპანიის IT სტრატეგიების შემუშავებასა და მისი განხორციელების პროცესის მონიტორინგზე 
  2. სერვისების მენეჯერი – პასუხისმგებელი კომპანიის IT სერვისების ადმინისტრირების პროცესის მონიტორინგზე 
  3. IT მენეჯერი – პასუხისმგებელი კომპანიის IT თანამშრომლების მართვასა და მონიტორინგზე

ჩვენ ვიქნებით თქვენი IT პროცესების მმართველები, დავგეგმავთ თქვენი განვითარების სტრატეგიებს, IT მხარდაჭერის პროცესებს და ადამიანურ რესურსს გავუწევთ მენეჯმენტს. ამას გარდა, ვიქნებით თქვენი წარმომადგენლები IT კომპონენტების მომწოდებლებთან და დაგეხმარებით მოლაპარაკებებისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

ზარის მოთხოვნა